GeneTitan (MC) - სისტემა
GeneTitan™ პლატფორმა, დნმ-მიკროჩიპების გამოყენებით, კვლევათა განოხორციელების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. როგორც GeneTitan, ასევე GeneTitan™ Multi-Channel (MC) - მრავალ არხიანი პლატფორმა გენთა ექსპრესიისა და გენოტიპირებისთვის, ერთ სისტემაში აერთიანებს ჰიბრიდიზაციის, რეცხვის და იმიჯინგის შესაძლებლობებს. ნიმუშების ავტომატური დამუშავების შესაძლებლობით ექსპერიმენტის ჩატარება მაქსიმალურად არის გამარტივებული.
- მასშტაბურობა - აკმაყოფილებს როგორც საშუალო, ასევე მაღალი წარმადობის მოთხოვნებს და შედეგებს იძლევა მინიმალურ დროში.
- ეფექტურობა - ამცირებს ოპერატორის ხელით მუშაობის დროს 30 წუთამდე, ხოლო ჩიპიდან გამოსახულებების გენერირებისთვის 5 წუთზე ნაკლები დროა საჭირო; პლატფორმის მუშა მდგომარეობაში დატოვება შესაძლებელია მთელი ღამის განმავლობაში.
- მოქნილობა - გენთა ექსპრესიის და გენოტიპირების კვლევები სხვადასხვა ფორმატის ჩიპის პლანშეტებზე, მათ შორის: 24-, 96-, 96-მინი- და 384 - ნიმუშზე გათვლილი პლანშეტები;
- სიზუსტე - მაღალი ხარისხის, სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მრავალი ნიმუშის შემთხვევაში;
- ადაპტირებადი - ნიმუშების რეგისტრაცია და პროტოკოლის მართვა მარტივად, GeneChip™ Command Console™ პროგრამის მეშვეობით.
Affymetrix™ GeneTitan™ (HT) სისტემები მაღალი წარმადობით ხასიათდება და წარმოადგენს პირველ ავტომატიზებულ პლატფორმებს მიკრომატრიცებით ანალიზისთვის. პლანშეტის ფორმატით დამზადებული მიკრომატრიცების დიდი არჩევანის წყალობით, მარტივად შეიძლება გადართვა მცირე სამეცნიერო კვლევიდნ სრული გენომის SNP გენოტიპირებაზე, რაც გენთა ექსპრესიის პროფილირების სრულყოფილებას და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფენოტიპების დახასიათების შესაძლებლობას ქმნის, მაგალითად როგორიცაა დაავადებების კვლევა და ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ამა თუ იმ პრეპარატით მკურნალობის შედეგად.
გამარტივებული კომპიუტერული პროგრამა და შედეგების სწრაფი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა
GeneTitan™ - პლატფორმების ინსტალაცია ხორციელდება Command Console™ კომპიუტერულ პროგრამასთან კომპლექტში, რომელიც სისტემის საკონტროლოდ გამოიყენება. პირველადი ანალიზი შესაძლოა შესრულდეს Expression Console™ პროგრამის გამოყენებით, გენთა ექსპრესიის პროფილირებისთვის ან Axiom - ანალიზის პროგრამით, გენოტიპირების განსახორციელებლად.
გენოტიპირებისა და გენთა ექსპრესიის ანალიზი
GeneTitan - პლატფორმებზე
აპლიკაცია | პროდუქტი | ანალიზის კომპიუტერული პროგრამა |
---|---|---|
GWAS და რეპლიკაცია |
|
|
ზუსტი კარტირება და კანდიდატი გენები |
|
|
ჰაპლოტიპების სტრუქტურა |
|
|
აგროკულტურული გენომიკა |
|
|
3’ IVT ექსპრესია |
|
|
|
||
|
||
|
||
|
||
|
||
|
||
|
||
|
||
სრული ტრანსკრიპტომული ანალიზი |
|
|
|
||
|
||
|
||
|
ეფექტურობა
GeneTitan - სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა ოპერატორის 8 საათიანი სამუშაო დრო შევამციროთ 30 წუთამდე ნებისმიერი დანიშნულების მიკრომატრიცის გამოყენებისას. ამრიგად, სამეცნიერო პერსონალის მიერ შესასრულებელი პროტოკოლის მოცულობა და დრო მინიმუმამდეა შემცირებული.
უმაღლესი პროდუქტიულობა
სისტემის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება შესაძლებელია ღამის განმავლობაში, შედეგად მიიღება 10-ჯერ მეტი პროდუქტიულობა სხვა პლატფორმენთან შედარებით. ავტომატიზების უნიკალური შესაძლებლობები იძლევა უმაღლეს პროდუქტიულობას და მიღებული შედეგების საიმედოობას.
ექსპერიმენტის დიზაინი —> ნიმუშების ჩატვირთვა —> ექსპერიმენტის გაშვება
- მარტივი ოპერირება ავტომატურ რეჟიმში: ოპერატორის მიერ ხორციელდება მხოლოდ მიკრომატრიცების პლანშეტის, მომზდებული ნიმუშების და რეაგენტების სისტემაში ინსტალაცია;
- პირველადი ანალიზი შესაძლოა შესრულდეს ავტომატურად, რაც გულისხმობს შესრულებული ექსპერიმენტის ხასიხის შეფასებას.
გენოტიპირების შესაძლებლობები
უმაღლესი სიზუსტე და ფართო სპექტრის შესაძლებლობები ერთი ტესტ-სისტემის ფარგლებში.
Axiom™-ის გენოტიპირების შესაძლებლობები ვრცელდება GeneTitan™ MC ინსტრუმენტზე და გვთავაზობს სრულიად ავტომატიზებულ პროტოკოლს ფართო სპექტრის ექსპერიმენტების შემთხვევაში, მათ შორის - გენომური მასშტაბის აპლიკაციები, როგორიცაა GWAS, რეპლიკაციის კვლევები, კანდიდატი გენების ასოციაცია და სამიზნე გენოტიპირება ადამიანის გენების კვლევისა და აგრარული გენომიკის მიმართულებებით.
გენოტიპირება GeneTitan MC პლატფორმაზე ხასიათდება:
- უმცირესი დრო შედეგების მისაღებად
- სისტემის ავტომატიზების წყალობით, მხოლოდ ერთი ოპერატორი საკმარისია ათასობით ნიმუშის დასამუშავებლად
- უმაღლესი კონტროლი გენოტიპირების პროცესზე
ფართო-მასშტაბიანი კვლევების განხორციელების და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა
Axiom™ - ის გენომური მასშტაბის სპეციფიკური კვლევები პოპულაციების შესასწავლად, გვთავაზობს ფართო სპექტრის არჩევანს გენეტიკური კარტირების პლანშეტების მხრივ. სისტემა ასევე შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელმა მისი ინტერესისამებრ შექმნას პანელი - Axiom™ myDesign™ Array Plate, რომელიც მოიცავს 1,500-დან 2.6 მლნ-მდე SNP-ს, რომელთა შერჩევა ხორციელდება Affimetrix-ის მონაცემთა ბაზიდან. აღნიშნული ბაზა აერთიანებს 11 მლნ ვალიდირებულ გენომურ მარკერს.
GeneTitan MC სისტემა მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას კვირის განმავლობაში 760 ნიმუშზე მეტი ნიმუშის ანალიზი განახორციელონ, რომლის დროსაც, ყოველი 96 ნიმუშის შემთხვევაში, ოპერატორის მიერ შესრულებულ სამუშაოზე 2.5 საათზე ნაკლები დრო იხარჯება.
- GeneTitan MC სისტემა აგენერირებს სანდო მონაცემებს გენოტიპირების შედეგად, რომელთა ვიზუალიზაცია შესაძლებელია SNP კლასტერების გრაფიკების მეშვეობით, მარტივი გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით.
გენთა ექსპრესია
კვლევა, ვალიდაცია და სკრინინგი ერთი სისტემის გამოყენებით
GeneTitan და GeneTitan MC სისტემები საშუალებას იძლევა განხორციელდეს საკველევი არეების პირდაპირი დამუშავება მთლიანი ტრანსკრიპტომის ან 3’ IVT გენთა ექსპრესიის ანალიზის შემთხვევაში, ადამიანის და ცხოველური მოდელების ნიმუშების გამოყენებით. წარმადობის მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, ტესტ-სისტემები შესაძლებლობას ქმნის იდენტიფიცირდეს და ვალიდირდეს გენთა ექსპრესიის პროფილები და გამოვლინდეს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი მექანიზმები.
გენთა ექსპრესია GeneTitan პლატფორმების გამოყენებით გვთავაზობს:
-
თანმიმდევრული და შინაარსობრივი მონაცემები
-
ექსპრესიის ანალიზი მაღალი სიზუსტით
-
შედეგების მაღალი სანდოობა
უახლესი მონაცემები
ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და ციტირებადი მიკრომატრიცების არჩევის შესაძლებლობა; სრული ტრანსკრიპრომის ან კლასიკური 3’ დიზაინის პანელები საშუალო და მაღალი წარმადობისთვის, გვთავაზობს ადამიანის, თაგვისა და ვირთაგვის გენთა ექსპრესიის პროფილირებას ხელსაყრელ ფასად. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შექმნას მისთვის სასურველი გენომის პანელი სამიზნე გენეტიკური თანმიმდევრობის, მონაკვეთის გათვალისწინებით, რაც შესაძლებელია MyGeneChip™ Custom კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
- 3’ IVT ექსპრესიის ანალიზის შედეგები გვიჩვენებს შესაძლებლობას განხორციელდეს მუდმივად განახლებადი მონაცემების დაარქივება